logo
ENG



"ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს" - მრჩევლის თქმით, მიშელი მხარეებთან კონსულტაციას გადის

28 ივლ 202123:48
3 წუთის საკითხავი
 
"ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს" - მრჩევლის თქმით, მიშელი მხარეებთან კონსულტაციას გადის

პრეზიდენტ შარლ მიშელის მრჩეველის იურეკ კუჩკიევიჩი Twitter-ზე წერს, რომ ამ ეტაპზე მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, მიშელის მრჩევლის ინფორმაციით, კომენტარი ამ ეტაპზე არ იქნება.

„საქართველოში ბოლოს განვიტარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფართო კონსულტაციებს მართავს პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების ჩართულობით, მის გუნდთან ერთად. პრეზიდენტი მიშელი რაიმე კომენტარს ამ ეტაპზე არ გააკეთებს", -წერს კუჩკიევიჩი.

შეგახსენებთ, რომ  თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა